Tuesday, April 12, 2011

საქართველოს ჩემპიონატი



    მოგახსენებთ,რომ 4 აპრილს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური, რომელშიც ჩემმა გუნდმა მიიგო მონაწილეობა. პირველი ტურის  წარუმატებლობის   მიუხედავად,თბილისის გუნდმა, წარმატებით დაამთავრა მეორე ტური.
 ეს არის შემდგარი თამაშების შედეგები :
  • თბილისი 3:0 ქუთაისი 
  • თბილისი3:0 ბოლნისი 
  • ბათუმი 1:3 ჯიკო (დიდი ჯიხაიში) 
  • თბილისი 3:1 თსუ  
  • ბათუმი 3:1 ბოლნისი
  • ბათუმი 3:0 უთაისი 
  • თბილისი 3:1 ბათუმი 
  • ბათუმი 3:0 თსუ 
  • ჯიკო (დიდი ჯიხაიში) 3:0 კუთაისი 

        მეორე ტური დასრულდა და გუნდებიც დაბრუნდნენ თავის ქალაქებსა თუ სოფლებში. ნახევარფინალში შემდეგი გუნდები გადავიდნენ: "თბილისი", "ჯიკო", "ბათუმი" და "თსუ". თითოეულმა მათგანმა დამსახურებულად მოიპოვა თითოეული გამარჯვება. მეორე ტურში ლიდერები 1. თბილისის და 2. ჯიხაიშის გუნდები არიან. ჯერ არ არის ცნობილი, თუ სად ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გულშემტკივრები თავისი გუნდების ერთგულები დარჩებიან და ყველგან გაყვებიან მათ მხარდასაჭერად.
http://ella.kazarian@gmail.com

 მოცემული ვიდეო წარმოადგეს პატარა მონაკვეთს, რომელიც ასახავს თბილისის და ბოლნისის თამაშს 

Saturday, April 9, 2011

რა არის ფრენბურთი საქართველოში?

მოყვარულების ფრენბურთი ზღვაზე

შენ კალათბურთელი ხარ ხო?
აბა ხელბურთელი?

ააა... ფრენბურთი ეს ისაა წყალში რომ თამაშობენ?
ამ და სხვა მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს ხოლმე მე და სხვა ბევრ ფრენბურთე
საც. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ზღვის პირას ქვიშაში ფრენბურთის თა
მაში ძალიან ბევრს უყვარს.







ასეთი დამოკიდებულების გამო ჯერ ვისაუბროთ ქვიშის ფრენბურთზე, ეს არის თამაში 4 ადამიანს (2 წყვილს) შორის ღია ცის ქვეშ ქვიშაში. თამაშობენ 3 პარტიიდან (ორ მოგებამდე), თითო პატია არის 21-მდე. მესამე გადამწყვეტი კი 15-მდე. საქართველოში ერთი და იგივე ფრენბურთელები ორივე სახის - კლასიკურ და ქვიშის ფრენბურთს თამაშობენ. წესით, ეს არ არის მიღებული, რადგან ამ ორ სახეობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფიზიკური მომზადებისა ან თუნდაც მოთამაშის ტექნიკის მხრივ, არაფერი რომ არ ვთქვათ წესებზე.






ახლა კი კლასიკური ფრენბურთი. ეს არის თამაში 6-6-ზე 5
 პარტიიდან (სამ მოგებამდე), თითო პარტია არის 25 ქულამდე, ხოლო მეხუთე გამადწყვეტი 15-მდე.
ოო.. რამდენჯერ მითამაშია და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ეს გადამწყვეტი და დაძაბული ბოლო პარტია... ეს არის დიდი რაოდენობით ადრენალინი, უზომოდ ბევრი ემოცია და ზოგჯერ ისეთი ძალა, რომელიც გეგონათ 
არც არასდროს გაგაჩნდათ.
       ეს იყო მცირე მიმოხილვა ფრენბურთის ორი სახეობის შესახებ. შემდგომ პოსტებში შევეცდები მოთამაშეების უფრო ცალკეულ ფუნქციებზე გესაუბროთ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება საინტერესოდ.


http://ella.kazaian@gmail.com