ჩემს პოსტებში უკვე ბევრჯერ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ფრენბურთის მიმართ. უკვე მეექვსე წელია, რაც ჩავერთე ფრენბურთის სამყაროში, რომელიც ძალიან პატარა და მრავალფეროვანია. რთული არ არის იმის გამოცნობა, რატომ მომინდა ბლოგის გაკეთება ფრენბურთის შესახებ, ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ამ სფეროში ნებისმიერი პრობლემა ჩემთვის მნიშნელოვანია და მსურს მეც მივიღო მონაწილეობა ამ პრობლემების მოგვარებაში.
ფრენბურთის შესახებ ინფორმაციით დატვირთული ბლოგი საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც მისცემს საშუალებას გაიგოს მეტი ან საერთოდ გაიგოს ამ სპორტის საქართველოში არსებობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ეს ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს და დადგება დრო, როდესაც საქართველოში ფრენბურთელები გახდებიან კარგი პროფესიონალები, შეიქმნება კარგი პირობები და სპორტსმენებს ეყოლებათ ბევრი სპონსორი.
ჩემს ბლოგში მე მკითხველებს მივაწოდე საინტერესო ინფორმაცია ფრენბურთის შესახებ, დავწერე ამ სფეროში მომხდარი ახალი ამბების შესახებ და ამასთანავე გამოვხატე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.

![]() |
უნივერსიადა - "ილიაუნის" ფრენბურთის გუნდი. "ილიას" უნივერსიტეტის გუნდმა, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ნახევარფინალისტი გახდა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული "ილიაუნის" გუნდის მოთამაშემ მოიპოვა. |