Saturday, April 9, 2011

რა არის ფრენბურთი საქართველოში?

მოყვარულების ფრენბურთი ზღვაზე

შენ კალათბურთელი ხარ ხო?
აბა ხელბურთელი?

ააა... ფრენბურთი ეს ისაა წყალში რომ თამაშობენ?
ამ და სხვა მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს ხოლმე მე და სხვა ბევრ ფრენბურთე
საც. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ზღვის პირას ქვიშაში ფრენბურთის თა
მაში ძალიან ბევრს უყვარს.







ასეთი დამოკიდებულების გამო ჯერ ვისაუბროთ ქვიშის ფრენბურთზე, ეს არის თამაში 4 ადამიანს (2 წყვილს) შორის ღია ცის ქვეშ ქვიშაში. თამაშობენ 3 პარტიიდან (ორ მოგებამდე), თითო პატია არის 21-მდე. მესამე გადამწყვეტი კი 15-მდე. საქართველოში ერთი და იგივე ფრენბურთელები ორივე სახის - კლასიკურ და ქვიშის ფრენბურთს თამაშობენ. წესით, ეს არ არის მიღებული, რადგან ამ ორ სახეობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფიზიკური მომზადებისა ან თუნდაც მოთამაშის ტექნიკის მხრივ, არაფერი რომ არ ვთქვათ წესებზე.






ახლა კი კლასიკური ფრენბურთი. ეს არის თამაში 6-6-ზე 5
 პარტიიდან (სამ მოგებამდე), თითო პარტია არის 25 ქულამდე, ხოლო მეხუთე გამადწყვეტი 15-მდე.
ოო.. რამდენჯერ მითამაშია და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ეს გადამწყვეტი და დაძაბული ბოლო პარტია... ეს არის დიდი რაოდენობით ადრენალინი, უზომოდ ბევრი ემოცია და ზოგჯერ ისეთი ძალა, რომელიც გეგონათ 
არც არასდროს გაგაჩნდათ.
       ეს იყო მცირე მიმოხილვა ფრენბურთის ორი სახეობის შესახებ. შემდგომ პოსტებში შევეცდები მოთამაშეების უფრო ცალკეულ ფუნქციებზე გესაუბროთ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება საინტერესოდ.


http://ella.kazaian@gmail.com 

No comments:

Post a Comment